ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
კუნთოვანი სპასტიკურობა – კუნთების ტონუსის მომატება, რომლისთვისაც დამახასიათებელია მათი წინააღმდეგობის არათანაბრობა პასიური მოძრაობების სხვადასხვა ფაზებში; აღინიშნება პირამიდული გზების დაზიანებებისას და გამოხატულია უპირატესად ხელების მომხრელებში და ფეხების გამშლელ კუნთებში.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა