კუჭის საკუთარი ჯირკვლები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კუჭის საკუთარი ჯირკვლები – (glandulae gastricae propriae) კუჭის ყველაზე მრავალრიცხოვანი სუსტად დატოტვილი მილაკოვანი ჯირკვლები, განლაგებული კუჭის სხეულისა და ძირის ლორწოვანი გარსის საკუთარ ფირფიტაში. შეიცავს ჯირკვლოვანი უჯრედების რამდენიმე სახეს: მთავარ, პარიესულ ანუ შემომფენ, ლორწოვან, ყელის, ენდოკრინულ ანუ არგოლიფილურს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა