მადაელიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მადაელიზმი – (ინტ.) madealismალტერნატიული სამეცნიერო – ფილოსოფიური კონცეფცია, იდეების, შეხედულებებისა და წარმოდგენების სისტემა ბუნებაზე, საზოგადოებაზე, ადამიანზე და მის როლზე სამყაროში. კონცეფციის საფუძველია შეხედულება, რომლის მიხედვით მატერიალური და იდეალური სუბსტანციების პირველადობისა თუ მეორადობის საკითხის დასმა, აზრს კარგავს თანამედროვე სამეცნიერო წარმოდგენების ფონზე. მატერიალიზმი და იდეალიზმი – აქტუალური რეალობისადმი ორი მიდგომაა, რომლებსაც მისი ასახვის ადექვატურობის თანაბარი უფლებები გააჩნიათ. ამ ინტეგრალური კონცეფციის სამ წყაროს დიალექტიკური ფილო სოფია, ზიგმუნდ ფრეიდის ფსიქოანალიზი და ნორბერტ ვინერის კიბერნეტიკა წარმოადგენენ.მადაელიზმის ფილოსოფია ინტერნეტიკის სამეცნიერო პრინციპებისა და პრაქტიკული ტექნოლოგიების დამუშავებისა და დასაბუთების, ქსელური საინფორმაციო სივრცის ევოლუციის მოსალოდნელი მიმართულებების განსაზღვრის საფუძველს წარმოადგენს. (ბ.გ. შულიცკის მიხედვით, 1997 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook