მაობლიტირებელი დავადებები

თურმანიძის მალამო

მაობლიტირებელი დავადებები – (ლათ. Oblitteratio – წაშლა) ხასიათდება სისხლის არასაკმარისი მიდინებით ქვედა კიდურების მომუშავე კუნთებამდე არტერიების სანათურის მკვეთრი შევიწროების გამო. მიზეზებია: აორტისა და მისი ტოტების ათეროსკლეროზი, იშვიათად – არასპეციფიკური აორტოარტერიიტი და მაობლიტირებელი თრომბანგიიტი. საწყისი გამოვლინებებია – კიდურების გაცივების შეგრძნება, გაბუჟება, კანის საფარველის სიფერმკრთალე; შემდგოში ვლინდება გარდამავლი სიკოჭლე, ტკივილები ფეხებში მოსვენებით მდგომარეობაში, თმების გაცვენა, კუნთების ატროფია. დიაგნოზის დადგენა ხდება დოპლეროგრაფიით.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook