მართვის ავტომატიზებული სისტემა

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მართვის ავტომატიზებული სისტემა – (ინტ.), automatized management system მართვის ავტომატიზებული სისტემა – (მას): მათემატიკური მეთოდების, ტექნიკური საშუალებების (კომპიუტერები, კავშირგაბმულობის საშუალებები, ინფორმაციის ვიზუალიზაციის მოწყობილობები), და საორგანიზაციო კომპლექსების ერთობლიობა, რომელიც უ ზრუნველყოფს რთული ობიექტის (პროცესის) რაციონალურ მართვას, დასახული მიზნების შესაბამისად. მიღებულია მართვის ავტომატიზებული სასტემების დაყოფა ძირითად და ფუნქციურ ნაწილებად. ძირითად ნაწილში შედიან: საინფორმაციო, ტექნიკური და მატერიალური უზრუნველყოფა. ფუნქციურ ნაწილს მიაკუთვნებენ ურთიერთდაკავშირებული პროგრამების ნაკრებს, რომელიც მართვის კონკრეტული ფუნქციების ავტომატიზებისათვის არის განკუთვნილი. განასხვავებენ ობიექტის მართვის ავტომატიზებულ სისტემებს (ტექნოლოგიური პროცესების მას, საწარმოს მას, დარგის მას) და ფუნქციური ტიპის მართვის ავტომატიზებულ სისტემებს, მაგალითად დაპროექტების მას, გამოთვლების მას, მატერიალურ – ტექნიკური უზრუნველყოფის მას, და სხვ. საქართველოში, მას ერთ – ერთი ყველაზე წარმატებული და გეოგრაფიულად განტოტვილი სისტემაა ”ავერსის” მართვის ავტომატიზებული სისტემა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook