მარის მემკვიდრეობითი ნათხემოვანი ატაქსია

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მარის მემკვიდრეობითი ნათხემოვანი ატაქსია – (P. Marie, ფრანგი ნევროპათოლოგი)ნერვული სისტემის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება მემკვიდრულობის დომინანტური ტიპით, რომელიც იწყება 20 – 45 წლის ასაკში; დამახასიათებელია ატაქსია, ფეხებში კუნთოვანი ტონუსის მომატება, მეტყველების მოშლა, თვალის მოძრაობის დარღვევები (ფტოზი, კონვერგენციის უკმარისობა, განმზიდველი ნერვის პარეზი), მხედველობის სიმახვილისა და ველის შემცირება. ვითარდება ნათხემის,ზურგისტვინ – ნათხემოვანი და, შედარებით ნაკლებად, პირამიდული გზების დაზიანებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook