მეგალობლასტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მეგალობლასტები – (megaloblasti ბერძნ.megas – დიდი და blastos – ღივი, ნერგი) პირველადი ერითრობლასტი დიდი ზომის, მოუმწიფე­ბელი ბირთვის შემცველი (იხ. ერითროციტები). შეიცავს დიდი რაო­დენობით ჰემოგლობინს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2. მეგალობლასტი – (megaloblastus; მეგალო -+ ბერძ. blastos ჩანასახი) ერითროპოეზის საწყისი უჯრედი მეგალობლასტური სისხლწარმოქმნის დროს; წარმოიქმნება მიელოპოეზის წინამორბედი უჯრედებისაგან და გარდაიქმნება მეგალოციტად; აქვს დიამეტრი 15 – დან 20 მკმ – მდე, ექსცენტრულად მდებარე მსხვილი ბირთვი და ბაზოფილური, პოლიქრომატოფილური ან ოქსიფილური ციტოპლაზმა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook