მიკროსომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიკროსომები – (microsomata ბერძნ.micros – მცირე და soma, somatos – სხეული) 100 – დან 1500 Ao – მდე ზომის წვრილი გრანულები, რომლებიც მიიღება ციტოპლაზმის ულტრაცენტრიფუგირების დროს მისგან მიტოქონდრიების ექსტრაქციის შემდეგ. ისინი ძლიერ ბაზო­ფი­ლური და პირონინოფილურია, რადგან შეიცავენ უჯრედის მთელი რნმ – ის თითქმის ნახევარს. მიკროსომები (ანუ, უფრო ზუსტად, მიკ­რო­­ სო­მუ­ლი ფრაქცია) შედგება ტიპური რიბოსომების , ენდოპლაზ­მური ბადის მემბრანების ნამსხვრევებისა და უჯრედშიგა ვაკუოლების წვრილმარცვლოვანი შიგთავსისაგან. ზოგიერთი ავტორის წინადადე­ბით, ტერმინი „მიკროსომა“ უნდა ვიხმაროთ მხოლოდ ულ­ტრაცენ­ტ­რიფუგირების დროს მიღებული წვრილი გრანულების ფრაქ­ციის ბიოქიმიური დახასიათებისათვის. მაგრამ, არცთუ იშვიათთთად, ამ ტერმინით აღნიშნავენ ციტოპლაზმის გარკვეულ სტრუქტურულ კომპონენტებსაც, კერძოდ, რიბოსომებს, რაც მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან ტე­რმინი „მიკროსომა“ უფრო ფართოა და უკვე მტკიცედ დამ­კვიდრდა ბიოქიმიურ ლიტერატურაში წვრილგრანულური ფრაქციის აღსანიშნავად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა