მიოსიმპლასტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიოსიმპლასტი – (myosymplastum; myocytus skeletalis ბერძნ. mys, myos – კუნთი, syn – ერთად და plastos – წარმოქმნილი) 1. ჩონჩხის განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილის ძირითადი სტრუქტურული ელემენტი. შედგება კუნთოვანი ბოჭკოებისაგან, შეიცავს დიდი რაოდე­ნობით ბირთვებს, რომლებიც პერიფერიულადაა განლაგებული; 2. ჰის­ტოგენეზის ან რეგენერაციის პროცესებში განივზოლიანი კუნთოვანი ბოჭკოს განვითარების ერთ – ერთი სტადია, რომელიც მიობლასტების სტადიის მომდევნოა. მიოსიმპლასტები წაგრძელებული მრავალ­ბირ­თვიანი სარკოპლაზმური წარმონაქმნებია, რომელთა პერიფერიულ ნაწილებში პირველი მიოფიბრილები წარმოიქმნება. მიოსიმპლასტების მრავალბირთვიანობა განპირობებულია ბირთვების ამიტოზური გაყო­ფით, რომელიც ციტოპლაზმის გაყოფით არ მთავრდება. სხვა მონა­ცემე­ბის თანახმად, მიოსიმპლასტები წარმოიქმნება მრავალი მიობ­ლასტის შერწყმის შედეგად. ტერმინი „მიოსიმპლასტი“ ამ მნიშვნე­ლობით შე­მოიღო ნ.გ.ხლოპინმა (1946). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა