მონგეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მონგეს დაავადება – მთის ქრონიკული დაავადება. მაღალმთიან ადგილზე მცხოვრებ ჯანმრთელ პიროვნებას, რომელიც აკლიმატიზებულია ადგილობრივ პირობებთან, რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება თანდათანობით დაეწყოს მთის ქრონიკული დაავადება. არჩევენ ორ ფორმას: ემფიზემატოზურსა და ერითემიულს. პირველის დროს აღინიშნება: ქოშინი, ლარინგიტი, ბრონქიტი, ციანოზი, კასრისმაგვარი გულ – მკერდი, ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა შემცირებულია. მეორე ფორმის დროს გვხვდება: ყურებში შუილი, გულისრევა, პირღებინება, მხედველობის დაქვეითება, პარესთეზიები, ტკივილის შეგრძნება კიდურებში, ხველება, ჰემოპტიზი, აფონია, ქოშინი, ღრმა ძილი, სქესობრივი სისუსტე, სისხლდენა ცხვირიდან, ღრძილებიდან; კანქვეშა სისხლჩაქცევები, ჰიპოტენზია. ავადმყოფს მუქი – მოწითალოფერი აქვს. ჰემოგლობინის რაოდენობა და ერიტროციტები მომატებულია. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა