ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
მონილეტრიქსი – (monilethrix; ლათ. Monile სამკაული + ბერძ. Thrix თმა; სინ.: თმის თითისტარისებრი აპლაზია, თითისტარისებრი თმები) თმის მემკვიდრეობითი დაავადება. პათოგენეზში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ენდოკრინული და ნერვული სისტემის დარღვევებს, რომლებიც მონაწილეობენ თმის ზრდისა და კვების რეგულაციაში. კლინიკურად ხასიათდება თმის ინტენსიური ცვენით, რომელიც აღინიშნება ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე თვეში. თმიანი ნაწილის კანზე აღინიშნება ფოლიკულური კვანძები წამახვილებული რქიანი წვეტით, რომელიც გარშემორტყმულია ანთებითი გვირგვინით; თმა შრება, ხდება მტვრევადი; დაავადების მიმდინარეობა ქრონიკულია, პერიოდულად აღინიშნება გაუმჯობესების პერიოდები.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა