კოხის ტრიადა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კოხის ტრიადა – (R. Koch, გერმ. ბაქტერიოლოგი; სინ.: კოხის პოსტულატები) სამი პირობა მიკრობის აღიარებისათვის, როგორც დაავადების გამომწვევი: 1. მიკრობ – გამომწვევი აღმოჩენილი უნდა იქნას მოცემული დაავადების ყველა შემთხვევებში, მაგრამ არ უნდა გვხვდებოდეს ჯანმრთელ ადამიანებში ან სხვა დაავადებების დროს; 2. მიკრობ – გამომწვევი გამოყოფილი უნდა იქნას ავადმყოფის ორგანიზმიდან სუფთა კულტურაში; 3. მიკრობის სუფთა კულტურის შეყვანა მგრძნობიარე ორგანიზმში უნდა იწვევდეს მოცემულ დაავადებას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა