ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
კრაბეს დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ვლინდება სიცოცხლის პირველ წელს კუნთოვანი ტონუსის გენერალიზებული მომატებით, მოტორული განვითარების შეჩერებით, სპასტიკური პარეზებით, კუნთების სპაზმებით, ღებინებით, მომატებული აგზნებულობით. შემდგომში – მყესოვანი რეფლექსების დათრგუნვით, მხედველობის ნერვის ატროფიით. დაკავშირებულია ფერმენტ გალაქტოცერებროზიდაზის დეფიციტთან, რაც იწვევს ტვინის თეთრი ნივთიერების გავრცელებულ დაზიანებას. მემკვიდრეობით გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა