კრანიოსპინური სიმსივნეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კრანიოსპინური სიმსივნეები – (ბერძ. Kranion ქალა + ლათ. Spinalis ზურგის ტვინის) თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ნივთიერების, ფესვებისა და გარსების სიმსივნეები, რომლებიც ლოკალიზებულია კეფის დიდი ხვრელის მიდამოში, მოთავსებული ნაწილობრივ ქალას უკანა ორმოს მიდამოში და ნაწილობრივ ხერხემლის არხში. მათ მიეკუთვნება ცერებროსპინური, ბულბურ-სპინური, სპინომედულარული, სპინობულბური და სხვ. სიმსივნეები. კლინიკური სურათი დამოკიდებულია მოგრძო ტვინის ქვედა ნაწილებისა და ზურგის ტვინის ზედა ნაწილების დაზიანების ხარისხზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა