კული – რანდლე – ფოლსის ანემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კული – რანდლე – ფოლსის ანემია – ფსევდოთალასემია. ეტიოლოგია უცნობია. დამახასიათებელია ჰიპოქრომული ტიპის ანემია, თუმცა ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა ნორმის ფარგლებშია. ფეტალური ჰემოგლობინი მომატებული არ არის. გენი გადაიცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით და მისი სრული გამომჟღავნება მხოლოდ მამრობით სქესში ხდება. ქალები გენის გადამტანები არიან. სხვადასხვა ორგანოში ხდება რკინის დალექვა, განსაკუთრებით ღვიძლში. მკურნალობა სიმპტომატურია. სპლენექტომია შედეგს არ იძლევა. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა