ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
კუჭის პილორუსის ჯირკვლები – (glandulae pyloricae gastricae ბერძნ.pylorus – კუჭის შესავალი) ლოკალიზდებიან ლორწოვანი გარსის საკუთარ ფირფიტაში თორმეტგოჯა ნაწლავში შესავლის ადგილას, მათი მოკლე და დატოტვილი ტერმინალური ნაწილები არ შეიცავს პარიესულ უჯრედებს, გამოყოფენ მუკოიდურ სეკრეტს. ჯირკვლის ყელი შეიცავს შუამდებარე (ყელის) უჯრედებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა