ლარინგოსტენოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლარინგოსტენოზი – ხორხის სანათურის შევიწროება. მწვავე ლარინგოსტენოზი შესაძლებელია განვითარდეს უეცრად, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში, ე. წ. მასტენოზებელი ლარინგოტრაქეობრონქიტის დროს. აღინიშნება ხმის შეცვლა, უხეში (,,მყეფავი”) ხველა და სუნთქვის გაძნელება (გაძნელებული ჩასუნთქვა). ქრონიკულ ლარინგოსტენოზს იწვევს სხვადასხვა პათოლოგიური პროცესი, ხორხის ტრავმა და სხვ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა