ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
მიკროხაოები – (microvilli ბერძნ.micros – მცირე და ლათ.villus – ხაო) უჯრედის ზედაპირზე პლაზმოლემის და ციტოპლაზმის პერიფერიული ნაწილის მუდმივი სუბმიკროსკოპული გამონაზარდები. ისინი ცილინდრული ფორმის და უმნიშვნელო ზომისაა (სიგრძე 0,08 – 2,0 მკმ და დიამეტრი 0,05 – 0,1 მკმ). მიკროხაოების ცენტრში გადის მიკროარხი, მათი საფუძველი კი ჰიალოპლაზმის ნივთიერებაა . ერთი უჯრედის გარეთა ზედაპირზე (მაგ., წვრილი ნაწლავის ლორწოვან ეპითელიუმში) დაახლოებით 3000 მიკროხაოა, რაც მნიშვნელოვნად ადიდებს მის აქტიურ შემწოვ ზედაპირს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა