ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
მილიარიზაცია – (ლათ. Milium ფეტვი)ორგანოებსა და ქსოვილებში მრავლობითი ფეტვისებრი ბორცვების გაჩენა, რომელთა დიამეტრი არ აღემატება 1 – 2 მმ – ს. მილიარიზაცია წარმოადგენს პათოლოგიური პროცესის მორფოლოგიურ გამოვლინებას. მილიარიზაციის მოვლენები შესაძლოა თან ახლდეს 150 – ზე მეტ დაავადებას და სინდრომს, რომელთა შორის განსაკუთრებული პრაქტიკული მნიშვნელობა ენიჭება ტუბერკულოზს, მიკოზებს, სარკოიდოზსა და სარკოიდულ რეაქციებს, არასპეციფიკურ ანთებით რეაქციებს სტრეპტოკოკურ, სტაფილოკოკური და ვირუსული ინფექციების დროს, პნევმოკონიოზებს, ალერგიულ ალვეოლიტებს, ავთვისებიან სიმსივნეებს, კოლაგენურ დაავადებებს, ჰემოსიდეროზსა და ზოგიერთ სხვებს.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა