ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
მიოსიმპლასტი – (myosymplastum; myocytus skeletalis ბერძნ. mys, myos – კუნთი, syn – ერთად და plastos – წარმოქმნილი) 1. ჩონჩხის განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილის ძირითადი სტრუქტურული ელემენტი. შედგება კუნთოვანი ბოჭკოებისაგან, შეიცავს დიდი რაოდენობით ბირთვებს, რომლებიც პერიფერიულადაა განლაგებული; 2. ჰისტოგენეზის ან რეგენერაციის პროცესებში განივზოლიანი კუნთოვანი ბოჭკოს განვითარების ერთ – ერთი სტადია, რომელიც მიობლასტების სტადიის მომდევნოა. მიოსიმპლასტები წაგრძელებული მრავალბირთვიანი სარკოპლაზმური წარმონაქმნებია, რომელთა პერიფერიულ ნაწილებში პირველი მიოფიბრილები წარმოიქმნება. მიოსიმპლასტების მრავალბირთვიანობა განპირობებულია ბირთვების ამიტოზური გაყოფით, რომელიც ციტოპლაზმის გაყოფით არ მთავრდება. სხვა მონაცემების თანახმად, მიოსიმპლასტები წარმოიქმნება მრავალი მიობლასტის შერწყმის შედეგად. ტერმინი „მიოსიმპლასტი“ ამ მნიშვნელობით შემოიღო ნ.გ.ხლოპინმა (1946). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა