მიტოქონდრიების კრისტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიტოქონდრიების კრისტები – (cristae mitochondriorum ლათ. crista – სავარცხელი, ქედი)  მიტოქონდრიების შიგა მემბრანის ნაკე­ცები, რომლებიც მასში სავარცხლისებურადაა ჩასული და მიტოქონდრიას ტიხრისებურად ყოფს. ამ ნაკეცების სისქე უდრის 150 Ao – ს, რაც შეესაბამება მემბრანის ორივე შრის სისქესა (45 Ao თითოეული) და მათ შორის სივრცის სისქეს, რომელიც 70 Ao – ს უდრის. ზოგ შემთხვევაში მიტოქონდრიების კრისტები შიგა მემბრანასთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ დამოუკიდებელი ორშრიანი მემბრა­ნებია. ისინი მეტისმეტად მგრძნობიარეა სხვადასხვა დამაზიანებელი აგენტის მოქმედების მიმართ. სავარცხლისებურ მიტოქონდრიულ მემბრანებში ლოკალიზებულია სასუნთქი ფერმენტები (იხ. მიტოქონ­დრიები). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა