მიულერის სადინარი ანუ არხი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიულერის სადინარი ანუ არხი – ადამიანის 1 – 2 – თვიან ჩანასახებს უვითარდებათ ვოლფის სადინრის გვერდით. შემდგომში იგი დასაბამს აძლევს ქალის სასქესო სისტემის გამომტან გზებს (საშვილოსნოს ლულა, საშვილოსნო, საშო). მამრობითი სქესის ინდივიდებში მიულერის არხი რედუცირდება. სახელწოდება დაკავშირებულია ამ სტრუქტურის პირველ აღმწერის – გერმანელი ფიზიოლოგის ი.მიულერის (1801 – 1858) გვართან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა