მიქსომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიქსომა – (myxoma; ბერძ. Myxa ლორწო + – oma სიმსივნე)სიმსივნე, რომელიც ვითარდება მეზენქიმის ემბრიონალური ნაშთებისაგან. ამ ტერმინს იყენებენ აგრეთვე სხვადასხვა ჰისტოლოგიური მიმართებით მიქსომატოზის ნიშნის მქონე სიმსივნეებისადმი. გვხვდება უპირატესად მოხუცებულობით ასაკში; ლოკალიზებულია იღლიისქვეშა უჯრედისში, ფასციების, აპონევროზების და ნერვების გაყოლებაზე, ძირითადად კიდურებზე, იშვიათად მუცლის წინა კედელზე და შარდის ბუშტში. კლინიკური სურათი დამოკიდებულია მის ლოკალიზაციაზე. სიმსივნის ზრდა მიმდინარეობს ხანგრძლივად; მეტასტაზირება არ აღინიშნება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა