ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
მიშერის ქეილიტი – (G. Miescher, შვეიც. დერმატოლოგი; სინ.: მიშერის სინდრომი, გრანულომატოზური ქეილიტი)უცნობი ეტიოლოგიის დაავადება, რომელიც ხასიათდება ტუჩების მყარი ანთებითი გასქელებით, მათი კანის სისქეში წვრილი, მკვეთრად შემოსაზღვრული გრანულომების წარმოქმნით, რომლებიც შედგება ეპითელური უჯრედებისაგან, ლიმფოციტებისა და მცირე რაოდენობის გიგანტური უჯრედებისაგან.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა