მოდელირება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მოდელირება – (ფრანგ. Modele – ნიმუში, პირველსახე)რაიმე ობიექტის მახასიათებლების კვლავწარმოება მათი შესწავლის მიზნით სპეციალურად შექმნილ სხვა ობიექტში. ამ უკანასკნელს მოდელი ეწოდება. მოდელირების მოთხოვნილება ჩნდება მაშინ, როცა უშუალოდ თვით ობიექტის კვლევა შეუძლებელია, ძნელია, ძვირადღირებულია, ძალზე დიდ დროს მოითხოვს და ა. შ. მოდელსა და მკვლევარისათვის საინტერესო ობიექტს შორის უნდა არსებობდეს გარკვეული მსგავსება. ეს შეიძლება იყოს მოდელისა და ობიექტის მიერ განხორციელებულ ფუნქციათა მსგავსება, ან ობიექტისა და მისი მოდელის ,,ქცევის” მათემატიკური აღწერილობის იგივეობა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოდელი თავის როლს მაშინ შეასრულებს, როცა ობიექტისადმი მისი შესაბამისობის ხარისხი საკმაოდ მკაცრად იქნება განსაზღვრული. (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა