ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
კრამპები – მტკივნეული უნებლიე კუნთოვანი სპაზმები, რომელშიც ჩათრეულია კუნთის ნაწილი ან მთლიანად კუნთი და გრძელდება რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე. მიზეზებია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, შინაგანი ორგანოების დაზიანებები, კუნთების დაავადებები, ენდოკრინული დაავადებები, პარანეოპლასტიკური სინდრომი, ტეტანუსი, რკინის დეფიციტი, პერიფერიული შეშუპებები, ორსულობა.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა