ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
კრანიოვერტებრული ანომალიები – განვითარების ანომალიების ჯგუფი, რომელიც მოიცავს კეფის ძვალს, კისრის 1 და 2 მალებს და შესაბამის სახსრებს. ე. წ. დიდ კრანიოვერტებრალურ ანომალიებს მიეკუთვნება ბაზილარული იმპრესია, ატლანტის ასიმილაცია და დაკბილული ძვალი. კლინიკური სურათს განსაზღვრავს კომპრესიული მოვლენები, ლიკვორის ცირკულაციის დარღვევა და სისხლის მიმოქცევის დარღვევები ვერტებრალური არტერიების სისტემაში. დიაგნოსტირება ხდება რენტგენოლოგიური გამოკვლევით.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა