კრეატინფოსფორმჟავა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კრეატინფოსფორმჟავა – კრეატინფოსფატი, ფოსფოკრეატინი. კრეატინის ფოსფორილირების პროდუქტი. მდიდარია ენერგიით, რომელიც კუნთის შეკუმშვის ერთ – ერთი წყაროა. ენერგია გამოიყოფა ადვილად შექცევადი რეაქციის შედეგად: კრეატინფოსფორმჟავა + ადფ     კრეატინი + ატფ. რეაქცია კატალიზდება კრეატინკინაზით. ქსოვილებში ატფ – ის რაოდენობის შემცირების დროს კრეატინფოსფორმჟავა იშლება, ხოლო გადიდებისას ხდება მისი სინთეზი. ამგვარად კრეატინფოსფორმჟავას წყაროა ენერგიით მდიდარი ფოსფატისა, რომელიც ატფ – ს შექმნაზე იხარჯება. ქსოვილებში კრეატინფოსფორმჟავა იშლება არაორგანულ ფოსფატად და კრეატინინად, რომელიც შარდთან ერთად გამოიყოფა. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა