ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
კრეპიტაციული ტენდოვაგინიტი – (ქირურგ.) მყესოვანი ბუდის ანთება სეროზულ – ჰემორაგიული ან სეროზულ – ფიბრინოზული გამონადენის წარმოქმნით. უხშირესად ზიანდება წვივის, წინამხრისა და თითების გამშლელი ზედაპირების მყესოვანი ბუდეები, რაც განპირობებულია ფიზიკურად მომუშავე პირებში მოტორული და ერთფეროვანი მოძრაობების გავლენით. სიმპტომები, მიმდინარეობა. მოძრაობისას მტკივნეულობა, დამახასიათებელი ტკაცუნი (კრეპიტაცია). მყესის გაყოლებაზე ზომიერი შესიება. მკურნალობა. თაბაშირის ლონგეტით კიდურის მოსვენება, თბილი აბაზანები, მალამოს კომპრესები, თბილი ფიზიოთერაპიული პროცედურები.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა