ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
კუგელბერგ – ველანდერის დაავადება – ზურგის ტვინის წინა რქების მოტორული ნეირონების პროგრესირებადი მემკვიდრეობითი დეგენერაცია, რომელიც ვლინდება ბავშვობისა და ყრმობის ასაკში კიდურების პროქსიმალური ნაწილების კუნთების თანდათანობით განვითარებული სისუსტით, ატროფიითა და ფასციკულაციებით. კუგელბერგ – ველანდერის დაავადება – კუნთების ფსევდომიოპათიური ატროფია, კუნთების იუვენილური პროგრესირებადი სპინალური ატროფია. ქრონიკულად მიმდინარე მემკვიდრეობითი პროქსიმალური კუნთოვანი ატროფია. გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური და რეცესიული ტიპით. დაკავშირებულია ზურგის ტვინის წინა რქების მოტონეირონების დაზიანებასთან მათი ატროფიითურთ, რაც ვლინდება ბავშვობაში ან მომწიფების პერიოდში ჯერ მხარის და ბარძაყის, ხოლო შემდეგ წინამხრის და წვივის კუნთების ატროფიით, სისუსტით და ფიბრილური შეკუმშვით, შესაძლოა განვითარდეს წინამხრის და წვივის კუნთების ფსევდოატროფია. აღინიშნება ჰიპერკრეატინურია. სინონიმები: ველანდერის სინდრომი, ვოლფარტ – კუგელბერგ – ველანდერის სინდრომი. [“3”]
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა