ლარინგოტრაქეიტი კრუპოზულ – ვირუსული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლარინგოტრაქეიტი კრუპოზულ – ვირუსული – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) უპირატესად გვხვდება ბავშვებში, ხშირად გრიპის დროს. სიმპტომები. სასუნთქი გზების (მათ შორის ბრონქების) ლორწოვანი გარსის წყლულოვან – ექსუდაციური ანთება აპკების წარმოქმნით, რომლებიც ახშობენ სასუნთქ გზებს. ანთება შერწყმულია ზოგად მძიმე ინტოქსიკაციასთან და პარენქიმული ორგანოების დაზიანებასთან, თავის ტვინის შეშუპებასთან. პროგნოზი ცუდია. მკურნალობა. ნაჩვენებია გამა – გლობულინი, ინტერფერონი, მადესენსიბილიზირებელი საშუალებები. მძიმე შემთხვევებში ინტუბაცია ან ტრაქეოტომია მართვით სუნთქვაზე გადაყვანით, ანტიბიოტიკები, კორტიკოსტეროიდები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა