ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
მიკროსომები – (microsomata ბერძნ.micros – მცირე და soma, somatos – სხეული) 100 – დან 1500 Ao – მდე ზომის წვრილი გრანულები, რომლებიც მიიღება ციტოპლაზმის ულტრაცენტრიფუგირების დროს მისგან მიტოქონდრიების ექსტრაქციის შემდეგ. ისინი ძლიერ ბაზოფილური და პირონინოფილურია, რადგან შეიცავენ უჯრედის მთელი რნმ – ის თითქმის ნახევარს. მიკროსომები (ანუ, უფრო ზუსტად, მიკრო სომული ფრაქცია) შედგება ტიპური რიბოსომების , ენდოპლაზმური ბადის მემბრანების ნამსხვრევებისა და უჯრედშიგა ვაკუოლების წვრილმარცვლოვანი შიგთავსისაგან. ზოგიერთი ავტორის წინადადებით, ტერმინი „მიკროსომა“ უნდა ვიხმაროთ მხოლოდ ულტრაცენტრიფუგირების დროს მიღებული წვრილი გრანულების ფრაქციის ბიოქიმიური დახასიათებისათვის. მაგრამ, არცთუ იშვიათთთად, ამ ტერმინით აღნიშნავენ ციტოპლაზმის გარკვეულ სტრუქტურულ კომპონენტებსაც, კერძოდ, რიბოსომებს, რაც მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან ტერმინი „მიკროსომა“ უფრო ფართოა და უკვე მტკიცედ დამკვიდრდა ბიოქიმიურ ლიტერატურაში წვრილგრანულური ფრაქციის აღსანიშნავად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა