მინდობილობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მინდობილობა – დოკუმენტი, რომელშიც ფიქსირდება წარმომადგენლის უფლებამოისილება განახორციელოს გარიგება ან სხვა სამართლებრივი ქმედება სხვა პირი სახელით. მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენლის საქმიანობა უშუალოდ მიმნდობისათვის ქმნის უფლებესა და ვალდებულებებს. მინდობილობა გაიცემა წერილობითი ფორმით. როგორც წესი, მისი მოქმედების მაქსიმალური ვადა სამი წელია. თუკი ვადა მითითებული არაა თვით მინდობილობაში, მაშინ იგი ძალას ინარჩუნებს მისი შედგენიდან 1 წლის განმავლობაში. განასხვავებენ მინდობილობის სამ სახეს: ერთჯერად, სპეციალურ და ზოგადს. მინდობილობის სხვისთვის გადაცემა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უფლება დაფიქსირებულია თვით მინდობილობაში, ანდა თუკი ეს აუცილებელია მიმნდობის ინტერესების დასაცავად. მინდობილობის მოქმედება წყდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას. იმ იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, ვისი სახელითაც ის გაიცა და სხვა სამართლით გათვალისწინებული შემთხვევებისას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა