მიობლასტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიობლასტები – (myoblasti ბერძნ.mys, myos – კუნთი და blastos – ჩანასახი) კუნთის ჩანასახის ერთბირთვიანი თითისტარასებრი უჯრედები, რომლებიდანაც წარმოიქმნება განივზოლიანი კუნთის ბოჭკო. მიობლასტები ეწოდება აგრეთვე ერთბირთვიან უჯრედებს, რომლებიც წარმოიქმნებიან უჯრედული ტერიტორიებიდან მომწიფებული კუნთოვანი ბოჭკოების (რეგენერაციული მიობლასტების) დაზიანების დროს. ტერმინს ხმარობენ აგრეთვე გლუვი კუნთოვანი ქსოვილის მცირედდიფერენცირებული უჯრედების აღსანიშნავად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა