მიტოქონდრიების მატრიქსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიტოქონდრიების მატრიქსი – (matrix mitochondriorum ლათ.matrix – დედა; აქ ძირითადი ნივთიერების მატრიცის მნიშ­ვნელობით)  ნივთიერება, რომელიც ავსებს მიტოქონდრიების შიგა კამერებს. ის შემოსაზღვრულია შიდა მიტოქონდრიული მემბრანით, რომელიც ქმნის ტიხრებს – კრისტებს . ჩვეულებრივ მიტოქონდ­რიების მატრიქსი ერთგვაროვანია, მაგრამ ზოგჯერ ის შეიცავს მცირე მკვრივ გრანულებს. მიტოქონდრიულ მატრიქსში არის ხსნადი ცილები და ფერმენტები (მაგ., რიბონუკლეაზა, მჟავე ფოსფატაზა, გლუტამინაზა და სხვ.). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა