მომყოლი

მომყოლი – 1. ორგანო, რომელიც აკავშირებს ნაყოფს დედის ორგანიზმთან; შედგება პლანცეტისაგან, სანაყოფე გარსისა და ჭიპლარისაგან.

2. ძუძუმწოვარი ცხოველებისა და ადამიანის დედა ორგანიზმების ორგანო, რომლითაც ჩანასახისა და დედის ორგანიზმის კავშირი ხორციელდება. მომყოლის ერთ – ერთი ნაწილია პლაცენტა.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი