მორელის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მორელის დაავადება – (F. Morel, შვეიცარელი ფსიქიატრი; სინ.: ქერქული ლამინარული სკლეროზი)ალკოჰოლური ენცეფალოპათიის სახესხვაობა თავის ტვინის შუბლისა და თხემის წილების ქერქის პირამიდული ფირფიტის უპირატესი დაზიანებით. დაავადება იწყება დელირიუმის მძიმე ფორმით. მისი გაქრობის ან რედუქციის შემდეგ ფსიქიკური დაღვევები ვლინდება ჭკუასუსტობით, პიროვნების ღრმა ცვლილებებით, კრიტიკის მოშლითა და სხვა სიმპტომებით, პროგრესული დაბლით. ნევროლოგიური დარღვევები ხასიათდება ასტაზია – აბაზიით, კუნთოვანი ჰიპერტონიით, კიდურების პარეზებითა და დამბლებით, დიზართრიით, აღინიშნება პტოზი, ნისტაგმი, სიელმე, მენჯის ორგანოების დარღვევები. სიკვდილი დგება მარაზმის მდგომარეობაში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა