მუკოცელე (პიოცელე) შუბლის წიაღის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მუკოცელე (პიოცელე) შუბლის წიაღის – პარანაზალური წიაღების ცისტური გაფართოება. გამომტანი ხვრელის დახურვა ხშირად განპირობებულია ტრავმით, იშვიათად სიმსივნით, ცხვირის ძგიდის მაღლა მდებარე გამრუდებით. წიაღში დაგროვილი შიგთავსი იწვევს ძვლოვანი კედლების გათხლებას და გაჭიმვას; იგი ხშირად არის ლორწოვანი, იშვიათად ჩირქოვანი. სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება დასაწყისში მიმდინარეობს უსიმპტომოდ; ზოგჯერ აღინიშნება თავის პროგრესირებადი ტკივილი, უპირატესად შუბლის არეში. შუბლის წიაღის დაზიანების დროს თვალის კაკალი გადანაცვლებულია ქვევით და გარეთ, ცხავის წიაღის მუკოცელის დროს – აღინიშნება რქოვანას გარსის დაწყლულება. კანის საფარველი სიმსივნეზე შეცვლილი არ არის. ზეწოლისას ისმის პერგამენტული ტკაცანი. დიაგოსტიკისათვის გამოიყენება დიაფანოსკოპია, რენგენოგრაფია. მკურნალობა ქირურგიულია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook