მშობიარობის შემდგომი თრომბოფლებიტი

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ კოპრესიული წინდები ,,ამაზონიდან”. იხ. ქვემოთ ამავე ფერის ტრექსტები
მშობიარობის შემდგომი თრომბოფლებიტი შესაძლებელია განვითარდეს კიდურების ზედაპირულ ვენებში, საშვილოსნოს ვენებში, მენჯის ვენებში ან ქვედა კიდურების ღრმა ვენებში. ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტები ჩვეულებრივ მიმდინარეობენ ვენების ვარიკოზული გაფართოების ფონზე.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ანთებითი ვენები დაჭიმულია, მტკივნეულია პალპაციით, კანი ჰიპერემიულია, აღინიშნება სუბფებრილური ტემპერატურა, მცირედ გამოხატული ტაქიკარდია. საშვილოსნოს ვენების თრომბოფლებიტი ხასიათდება საშვილოსნოს სუბინვოლუციის სიმპტომებით, ხანგრძლივი სისხლიანი გამონადენით საშოდან, ტემპერატურის მომატებით, პულსის გახშირებით.


კომპრესიული წინდები ქალებისათვის ,,ამაზონზე >>  

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


საშოსმხრივი გამოკვლევისას შესაძლებელია გამოვლინდეს დაკლაკნილი ვენები საშვილოსნოს ზედაპირზე. მენჯის ვენების თრომბოფლებიტი (მეტროთრომბოფლებიტი) ვითარდება მშობიარობიდან 1 – ლი კვირის ბოლოს; თან ახლავს მაღალი ტეპერატურა, პულსის გახშირება, შემცივნება. საშოსმხრივი გამოკვლევისას მცირე მენჯის გვერდით კედლებზე მოისინჯება დაკლაკნილი და მტკივნეული ვენები. პალპირება საჭიროა ჩატარდეს ძალიან ფრთხილად, თრომბის დაძვრის საშიშროების გამო.

ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოფლებიტი ვითარდება მშობიარობის შემდგომი პერიოდის მე – 2 კვირაზე. დაავადება იწყება მწვავედ, აღინიშნება ტკივილი ფეხში, შეშუპება, ტემპერატურის მომატება, შემცივნება, პულსი გახშირებულია (120 დარტყმა წუთში). ობიექტური გამოკვლევით ვლინდება დაზიანებული კიდურის საზარდულის ნაკეცის გადასწორება. აღინიშნება მტკივნეულობა მსხვილი სისხლძარღვების გაყოლებაზე. დაავადება გრძელდება 6 – 8 კვირა.

გაფრთხილება!  ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი