მცირე ჯგუფი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მცირე ჯგუფი – 1. უშუალოდ კონტაქტირებადი ინდივიდების შედარებით მცირე რიცხვი, რომლებიც გაერთიანებულნი არიან საერთო მიზნებითა და ამოცანებით. მცირე ჯგუფის თავისებურებებს წარმოადგენს მისი შედარებითი ,,სტრუქტურული სიმარტივე”. მცირე ჯგუფის წარმოქმნის მიზეზები საკმაოდ მრავალგვარია: ინდივიდის ობიექტური მოთხოვნილება ჯგუფისადმი კუთვნილებაში, ურთიერთობაში; მორალური დახმარებისა და მხარდაჭერის მიღება ჯგუფის წევრებისაგან; მცირე ჯგუფის წევრების ურთიერთსიმპათიები, საერთო ინტერესების არსებობა. 2. ჯგუფი, რომელშიც საზოგადოებრივი ურთიერთობები ვლინდება უშუალო, პირადი კონტაქტების ფორმაში. ჯგუფი შედგება ინდივიდთა მცირე რიცხვისაგან და დიდი ჯგუფებისაგან განსხვავდება მრავალი სოციალურ – ფსიქოლოგიური მახასიათებლებით. (სოც. და მარკ.კვლ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook