მწვავე სეფსისური ენდოკარდიტი

თურმანიძის მალამო

მწვავე სეფსისური ენდოკარდიტი – წარმოადგენს ზოგადი სეფსისური პროცესის გამოვლინებასა და შედეგს, რომელიც შესაძლებელია განპირობებული იყოს სხვადასხვა მიკრობებით, ხშირად სტაფილოკოკებით და ენტეროკოკებით. ამასთან, თითქმის ყოველთვის აღინიშნება აშკარა ინფექციის კერა, საიდანაც დაიწყო დაავადების განვითარება. სიმპტომები. მაღალი ცხელება შემცივნებით, ოფლიანობა, ელენთის გადიდება, თავის ტვინში, ფილტვებში და სხვა ორგანოებში მეტასტაზური აბსცესები. სწრაფად ვითარდება გულის სარქვლების ნაკლოვანება, ხშირად სამკარიანი, იშვიათად – აორტის და მიტრალური. გულის უკმარისობა ნაკლებად დამახასიათებელია. შესაძლებელია განვითარდეს სარქვლების აფრების გასკდომა და პერფორაცია. სისხლში ნახულობენ მაღალ ლეიკოციტოზს, ანემიას, ედს – ის მომატებას.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook