მწვავე ფილტვისმიერი გული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მწვავე ფილტვისმიერი გული – ვითარდება ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის და მასთან ერთად განვითარებული ფილტვის ინფარქტის შედეგად (იხ.). ფილტვის არტერიაში წნევის მკვეთრი მომატება იწვევს მარჯვენა პარკუჭის შეკუმშვითი ფუნქციის უკმარისობას, მის გაფართოებას და მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობის განვითარებას. სიმპტომები. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია ვითარდება გულსისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადებების ფონზე, აგრეთვე ოპერაციების შემდეგ. დაავადების საწყის პერიოდში პრევალირებს კოლაფსის მოვლენები, რომელიც ვითარდება რეფლექტორულად. გულის უკმარისობა მჟღავნდება მყარი ტაქიკრდიით, ღვიძლის გადიდებით, პერიფერიული ვენების შებერვებით. დამახასიათებელი სიმპტომებია – ქოშინი და ციანოზი. ზოგჯერ ყველა ეს გამოვლინებები აშკარად არ არის გამოხატული, თუმცა ეკგ – ზე აღინიშნება მარჯვენა პარკუჭის და წინაგული გადაძაბვის ნიშნები (ელექტრული ღერძის მარჯვნივ გადახრა, მარჯვენა გულმკერდის განხრებში უარყოფითი T კბილი, PII – III კბილების გადიდება).

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა