ნარკოლეფსია

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნარკოლეფსია – გადაულახავი ძილიანობის პაროქსიზმები, გარეგან სიტუაციაზე დამოკიდებულების განვითარებით. ეტიოლოგია. დაავადება ატარებს ან უცნობი ბუნების იდიოპათუკური დაავადების ხასიათს, ან უკავშირდება ჰიპოთალამუსისა და ტვინის ღეროს დაზიანებას (სიმსივნე, ენცეფალიტი). პათოგენეზი. რეტიკულური სისტემის დისფუნქცია. სიმპტომები, მიმდინარეობა. ძილის განმეორებითი შეტევები, რომელიც არაფრით განსხვავდება ნორმალური ძილისაგან, მაგრამ დგება არაადეკვატურ სიტუაციაში. ძილის ხანგრძლივობაა რამდენიმე წუთი, იშვიათად რამდენიმე საათი, პაროქსიზმების სიხშირეა ერთიდან რამდენიმემდე დღის განმავლობაში. მრავალი ავადმყოფი უჩივის კატაპლექსიას, რომლის დროსაც ნათელი გონების ფონზე ხდება კუნთოვანი ტონუსის გამოთიშვა, რაც იწვევს დაცემას; კატაპლექსია უმრავლეს შემთხვევაში პროვოცირდება მკვეთრი დადებითი და უარყოფითი ემოციებით. კატაპლექსიასთან ახლოსაა შემდეგი სიმპტომთკომპლექსი – ძილის დამბლები: მოძრაობის შეუძლებლობა რამდენიმე წუთის განმავლობაში გამოღვიძების შემდეგ, შედარებით იშვიათი სიმპტომებია: იპნაგოგური ჰალუციანაციები (ჰალუცინაციები ჩაძინების დროს), ფსიქიკური ეპიზოდები, სომნაბულიზმი, დიპლოპია ძილის დამბლების დროს, ღამის ძილის დარღვევა. მომატებული დღის ძილიანობა, რომელიც მოგვაგონებს ნარკოლეფსიას, აღინიშნება პიკვიკის სინდრომის დროს: სიმსუქნე, ფილტვისმიერი გული, მოუსვენარი ღამის ძილი, აპნოეთი და უჩვეულოდ ხმამაღალი ხვრინვით. განსხვავებით ნარკოლეფსიისაგან, ამ სინდრომის დროს ადგილი არა აქვს არც ნარკოლეფსიას არც ძილის დამბლას. 2. ზოგიერთი დაავადებით გამოწვეული ძილის დაუძლეველი, შეტევითი ხასიათის სურვილი.

გაფრთხილება!

 

Share this...Share on Facebook
Facebook