ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ნატურალური ყვავილი – მწვავე ვირუსული დაავადება; მიეკუთვნება საკარანტინო ინფექციებს. ხასიათდება ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციით და პუსტულოზური გამონაყრით. ყვავილი ფართოდ იყო გავრცელებული აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. ამჟამად ნატურალური ყვავილი ლიკვიდირებულია მთელ მსოფლიოში.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა