ნაღველგამომყოფი გზების სტრიქტურა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაღველგამომყოფი გზების სტრიქტურა – ნაწიბუროვანი შევიწროება – წარმოიქმნება ოპერაციის ჩატარებისას ნაღვლგამომყოფ გზებზე მათი დაზიანების დროს. სიმპტომები. სიყვითლე, რომელიც წარმოიქმნება ოპერაციის შემდეგ, ან მუდმივი გარეთა ნაღვლოვანი ფისტულა, შემცივნება, აქოლია, დისპეფსია და სხვ. დაზიანებების მხოლოდ 5% ვლინდება ოპერაციის მსვლელობისას, დიდი ნაწილი კი  – 2 თვიდან 1 წლის შემდეგ, ზოგჯერ მოგვიანებითაც. უკანასკნელ შემთხვევაში დიაგნოსტიკაში მნიშვნელობა აქვს შესრულებული ოპერაციების ხასიათსა და აღწერას, შემცივნებას და სიყვითლეს, ტუტე ფოსფატაზის მომატებასა და ლეიკოციტოზს. ქოლანგიოგრაფია და ენდოსკოპური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრფია საშუალებას იძლევა გამოვლინდეს სტრიქტურის ლოკალიზაცია; დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება სადინრების რეზიდუალურ კენჭებთან, პაპილიტთან, თორმეტგოჯა ნაწლავის დიდი დვრილის ან კუჭქვეშა ჯირკვლის თავის კიბოსთან. მკურნალობა ოპერაციულია, ოპერაციის ხასიათი დამოკიდებულია სტრიქტურის ხარისხზე. პროგნოზი სერიოზულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook