ნაღვლის საერთო სადინრის დახშობა

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნაღვლის საერთო სადინრის დახშობა – (ქირურგ.) შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. ნაღვლის სადინრის მწვავე დახშობა ჩვეულებრივ ვითარდება მასში ან დიდი დუოდენალური დვრილის მიდამოში ნაღვლის კენჭის გაჭედვის შემთხვევაში. ნაღვლის საერთო სადინრის ქრონიკული დახშობა ვითარდება სადინრის, პანკრეასის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის სიმსივნით, ანთებითი ინფილტრატით ზეწოლის შედეგად, აგრეთვე ანთებითი პროცესის შემდეგ განვითარებული ნაწიბუროვანი ცვლილებების გამო. სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე დახშობას თან სდევს მკვეთრი ტკივილები მარჯვენა ნეკნქვეშა მიდამოში, რომელიც ზოგჯერ გადაეცემა მარჯვენა ბეჭში და კისერში, ღებინება, სწრაფად განვითარებული სიყვითლე, სხეულის ტემპერატურის მომატება. ნაღვლის საერთო სადინრის ქრონიკული დახშობის დროს სიყვითლე არ არის ძლიერი ინტენსივობის და ვითარდება თანდათანობით, ანთებითი მოვლენების გამოვლინებების, კენჭის ან სადინარზე დამწოლი სიმსივნის ზრდის პარალელურად. ავადმყოფები უჩივიან საერთო სისუსტეს, მთელი სხეულის კანის ძლიერ ქავილს, შარდი ღებულობს ლუდის ფერს, განავალი უფერულია. მკურნალობა. ზოგჯერ გაჭედილი კენჭი თვითნებურად გადადის თორმეტგოჯა ნაწლავის სანათურში, თუმცა უმეტეს შემთხვევებში გვიხდება ოპერაციული ჩარევა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook