ნევრიტი კოქლეარული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნევრიტი კოქლეარული – (სასმენი მილის ნევრიტი). სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება, რომელიც ხასიათდება სმენის დაქვეითებით და ხმაურის შეგრძნებით ერთ ან ორივე ყურში. მიზეზები მრავალგვარია; მათგან მნიშვნელოვანია: დაავადებები (გრიპი, ეპიდემიური პაროტიტი, ეპიდემიური მენინგოკოკური მენინგიტი, ტიფი, წითელა, ქუნთრუშა და სხვ.), ათეროსკლეროზი, ნივთიერებათა ცვლისა და სისხლის დაავადებები, სამკურნალო პრეპარატებით (ქინინი, სალიცილატები, სტრეპტომიცინი, ნეომიცინი და სხვ.), ნიკოტინით, ალკოჰოლით, მინერალური შხამებით (დარიშხანი, ტყვია, ვერცხლისწყალი, ფოსფორი) ინტოქსიკაცია, ხმაური და ვიბრაციული ტრავმა. დიაგნოზის დადგენა ხდება აუდიოლოგიური გამოკვლევით. ოტოსკოპიური გამოკვლევა ნორმიდან გადახრის გარეშეა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook