ნერვიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნერვიზმი – იდეა ცხოველებისა და ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების რეგულაციაში ნერვული სისტემის (ნს) უპირატესი მნიშვნელობის შესახებ. ნერვიზმის ცნება ფიზიოლოგიაში ი. პავლოვმა შემოიტანა (1883). ნერვიზმის იდეამ უდიდესი გავლენა მოახდინა სსრკ – ში ფიზიოლოგიის განვითარებაზე. იგი აისახა და შემდგომი განვითარება პოვა პავლოვის მოწაფეებისა და მისი მიმდევრების შრომებსა და გამოკვლევებში. 1950 სსრკ მეცნ. აკად. და მედ. მეცნ. აკად. გაერთ. სხდომაზე ზოგიერთმა მეცნიერმა ნერვიზმი უმართებულოდ გამოაცხადა ერთადერთად, რამაც გამოიწვია ფიზიოლ. პროცესების ჰუმორული რეგულაციისა და ჰორმონული რეგულაციის როლის შეუფასებლობა. მას შემდეგ, რაც ო. ლევიმ (1921) აღმოაჩინა გულზე ნს – ი გავლენის ქიმ. გადაცემა და გაარკვია გადამცემების (მედიატორების ) ბუნება, უმართებულო იქნებოდ ნს – ის მნიშვნელობის დაპირისპირება ჰუმორული ან ჰორმონული ფაქტორების მოქმედებასთან. საყოველთაოდ მიღებული თანამედროვე შეხედულება ფუნქციების ნეირო – ჰუმორული რეგულაციის შესახებ მნიშვნელოვან როლს ანიჭებს ფიზიოლ. პროცესის რეგულაციაში არა მარტო ნს – ს, არამედ ჰუმორულ – ჰორმონულ ფაქტორებსაც. გ. მაჭავარიანი. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა