ნერვული ბოჭკოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნერვული ბოჭკოები – ნეირონების გამონაზარდები (აქსონები) თავის გარსიანად, რომლებიც ნერვულ იმპულსებს ატარებენ. ნერვული ბოჭკოების სისხო 0,5  –  30 მკმ აღწევს (ზოგჯერ ბევრად მეტსაც), სიგრძე კი იზომება მანძილით ტვინიდან საინერვაციო ორგანომდე. ყველა ნერვულ ბოჭკოების ცენტრში არის აქსონი, რომელიც შემოსილია სპეც. გარსით, რ – საც ქმნიან ნევროგლიის განსკუთრებული უჯრედები  –  ლემოციტები (შვანის უჯრედები), ამ გარსის აგებულების მიხედვით განასხვავებენ 2 სახის ნერვულ ბოჭკოებს: რუხ ანუ უმიელინო ნერვულ ბოჭკოებში ლემოციტები აქსონის ირგვლივ ქმნიან ე. წ. შვანის გარსს; თეთრ ანუ მიელინიან ნერვულ ბოჭკოებში ლემოციტების ზედაპირული მემბრანა (ციტოლემა) მრავალგზისაა შემოხვეული აქსონზე, რაც ქმნის აქსონსა და შვანის გარსს შორის მიელინური გარსის არსებობის შთაბეჭდილებას, რ – იც იზოლატორის როლს ასრულებს და თეთრი ნერვული ბოჭკოებიც უფრო სრულყოფილად ატარებენ იმპულსს (იხ. აგრეთვე ნერვული სისტემა). ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების თითქმის ყველა ნერვული ბოჭკოები მიელინიანია. ფუნქციის მიხედვით ნერვული ბოჭკოები აგრეთვე ორნაირია: აფერენტული და ეფერენტული. [“1”] 2.  ნერვული უჯრედების გამონაზარდები, რომლებიც ნერვულ იმპულსებს ატარებენ (აქსონები).

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook