ნომენკლატურა და კლასიფიკაცია დაავადებების

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნომენკლატურა და კლასიფიკაცია დაავადებების – დაავადებების სახელწოდებების ჩამონათვალი, რომელიც მიღებულია მედიცინის მეცნიერების მიერ მისი განვითარების მოცემულ ეტაპზე, და დაავადებების დაჯგუფება გარკვეული პრინციპით. ცნებები ,,ნომენკლატურა” და ,,კლასიფიკაცია” ერთი და იგივეს არ ნიშნავს. დაავადებების ნომენკლატურა წარმოადგენს დაავადებების ან მდგომარეობების საყოველთაოდ მიღებული სახელწოდებების ფართო ჩამონათვალს, ანუ კატალოგს, რომლებსაც ექიმები იყენებენ დაავადებების სწორი და ერთიანი აღნიშვნისათვის. დაავადებების სტატისტიკური კლასიფიკაციის ქვეშ კი იგულისხმება ჯგუფებში და კლასებში დაავადებებისა და პათოლოგიური მდგომარეობების განაწილების გარკვეული სისტემა, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა